loader

სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული სამხარაულის ექსპერტიზის ფსიქიატრიულ ბიუროშია გადაყვანილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული სამხარაულის ექსპერტიზის ფსიქიატრიულ ბიუროშია გადაყვანილი

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური სამხარაულის ექსპერტიზის ფსიქიატრიულ ბიუროშია გადაყვანილი, - ამის შესახებ "პალიტრანიუსს" მალხაზ კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხადას ხეობაში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს იმის გამოკვლევა, ფსიქიკურად რამდენად ჯანმრთელია მალხაზ კობაური.