"დღე და ღამე მუშაობდა, მერე იწვა და ეძინა" - რას ამბობს ტერორიზმის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულის მამა
ტერორიზმის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული მალხაზ ტოხოსაშვილის ოჯახის წევრები ტერორისტულ საქმიანობასთან მის შემხებლობას გამორიცხავენ. ტოხოსაშვილის მამის თქმით, დაკავებული ორი დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდა და პანკისშიც იშვიათად ჩადიოდა.
მალხაზ ტოხოსაშვილს მეზობლებიც დადებითად ახასიათებენ. მათი განმარტებით, ის 15 წელზე მეტია თბილისში ცხოვრობს და ამ დროის მანძილზე საეჭვო ვითარებაში არასდროს ჰყავთ შემჩნეული.
მალხაზ ტოხოსაშვილს მეზობლებიც დადებითად ახასიათებენ. მათი განმარტებით, ის 15 წელზე მეტია თბილისში ცხოვრობს და ამ დროის მანძილზე საეჭვო ვითარებაში არასდროს ჰყავთ შემჩნეული.