loader

როგორ ცდილობდა 16 წლის მოზარდი გლდანში მაღაზიის გაქურდვას - შსს კადრებს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ცდილობდა 16 წლის მოზარდი გლდანში მაღაზიის გაქურდვას - შსს კადრებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 2002 წელს დაბადებული ლ.ჯ. ტექნიკის მაღაზია „სმაილის“ გაქურდვის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ლ.ჯ.-მ ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ტექნიკის მაღაზიის ვიტრინა ჩაამსხვრია, სავაჭრო ობიექტში უკანონოდ შეაღწია და იქ გამოფენილი მობილური ტელეფონების მოპარვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.