loader

მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულებმა საგამოძიებო კომისიას გლდანის ციხეში ჩვენება არ მისცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულებმა საგამოძიებო კომისიას გლდანის ციხეში ჩვენება არ მისცეს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულებმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიას გლდანის ციხეში ჩვენება არ მისცეს. როგორც გლდანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა მერაბ მამულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებულებმა კომისიის წევრებს განუცხადეს, რომ საქმეზე ჩვენებას მხოლოდ სასამართლოს მისცემდნენ. შესაბამისად, ადვოკატის თქმით, ამ პოზიციის დაფიქსირების მერე ბრალდებულთა დაკითხვა არ განხორციელებულა.
ცნობისთვის, კომისის რამდენიმე წევრთან ერთად გლადანის ციხეში დაკითხვის განსახორციელებლად ბრალდებულთა ადვოკატებიც იმყოფებოდნენ.