loader

ვარკეთილში სროლის შედეგად 45 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, ერთი კი დაიჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვარკეთილში სროლის შედეგად 45 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, ერთი კი დაიჭრა

არსებული ინფორმაციით, ვარკეთილში მომხდარი შემთხვევა სასიყვარულო ისტორიას უკავშირდება. ამის შესახებ შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მცხოვრებლები საუბრობენ. ამასთან, გავრცელებული ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღით ერთი ადამიანის მკვლელობასა და მეორის დაჭრაში ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

თავის მხრივ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 108-ე და 19/109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც განზრახ მკვლელობას და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ. დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.