loader

უბედური შემთხვევა ფოთში - ზღვაში სავარაუდოდ, რუსი ტურისტი დაიხრჩო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უბედური შემთხვევა ფოთში - ზღვაში სავარაუდოდ, რუსი ტურისტი დაიხრჩო

ფოთში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. ქალი კი მაშველებმა გადაარჩინეს. ისინი რუსი ტურისტები არიან.
„სანაპიროზე აღმართულია წითელი დროშები. შტორმი 4 ბალს აღემატება. მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, ისინი მაინც შევიდნენ ზღვაში. მაშველებმა ახალგაზრდა გოგონას გადარჩენა შევძელით. 25 წლამდე მამაკაცის ცხედარი კი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. მიმდინარეობს მისი სამძებრო სამუშაოები", - აცხადებს მაშველი თეიმურაზ შონია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.