loader

ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მსჯავრდებული, ძებნილი რუსლან შავაძე დაკავებულია - სუს-ი კადრებს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მსჯავრდებული, ძებნილი რუსლან შავაძე დაკავებულია - სუს-ი კადრებს ავრცელებს

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 9 აგ­ვის­ტოს, ბა­თუმ­ში, ტე­რო­რიზ­მის ხელ­შე­წყო­ბის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი,1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, ძებ­ნი­ლი რუს­ლან შა­ვა­ძე და­ა­კა­ვეს, - ამის შე­სა­ხებ სუს-ის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2018 წლის 27 ივ­ლი­სის გა­ნა­ჩე­ნით, რუს­ლან შა­ვა­ძე ცნო­ბილ იქნა დამ­ნა­შა­ვედ უცხო ქვეყ­ნის ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა და ტე­რო­რის­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მისი დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის ჯგუ­ფუ­რად უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თი­სათ­ვის. რუს­ლან შა­ვა­ძეს სას­ჯე­ლის სა­ხით და­უს­წრებ­ლად გა­ნე­სა­ზღვრა 13 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 328 მუხ­ლით, 344 მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლე­ბით.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით და მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ახ­მედ ჩა­ტა­ევ­მა, იბ­რა­გიმ ადა­შევ­თან და რუს­ლან შა­ვა­ძეს­თან ერ­თად, 2017 წლის 27 ოქ­ტომ­ბერს არა­ლე­გა­ლუ­რად გად­მოკ­ვე­თა სა­ქარ­თვე­ლო-თურ­ქე­თის სა­ზღვრის კირ­ნა­თი-მა­რა­დი­დის მწვა­ნე ზო­ლის მო­ნაკ­ვე­თი, რა­შიც დახ­მა­რე­ბას ასე­ვე უწევ­დნენ მათი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის სხვა წევ­რე­ბი, რო­მელ­თა მი­მარ­თაც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნი­ლ იქნა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი".