loader

" ყოფილ შეყვარებულზე შური იძია" - ვარკეთილში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

" ყოფილ შეყვარებულზე შური იძია" - ვარკეთილში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები


8 აგვისტოს, საღამო საათებში, ვარკეთილში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა წყვილი საკუთარ სახლში ადიოდა, როცა მოულოდნელად მათ სადარბაზოში შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა. ყველაფერი წამებში მოხდა. შეიარაღებულ მამაკაცს არ დაუმალავს მათთვის, რომ იქ შურის საძიებლად იყო მისული. ახალგაზრდა ქალს უთხრა, რომ ქმარს მოუკლავდა და უცებ გიორგი ფეიქრიშვილის მისამართით ორჯერ გაისროლა.

ქალს მეუღლე თვალწინ მოუკლა, დაჭრილი მამაკაცი იქვე, ლიფტთან ჩაიკეცა. შოკირებული ქალი მასთან მისვლას და დახმარებას ცდილობდა, მაგრამ მოძალადემ ის დაიჭირა და მასთან მიახლოების საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ შეიარაღებული დამნაშავე შეეცადა ქალი სადარბაზოდან გაეყვანა. როგორც ჩანს, ქალი მას წინააღმდეგობას უწევდა. განაგრძეთ კითხვა