loader

გ.მ.-მ დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ორ მამაკაცს - მკვლელობით დასრულებული სუფრა ნინოწმინდაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გ.მ.-მ დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ორ მამაკაცს - მკვლელობით დასრულებული სუფრა ნინოწმინდაში

სამართალდამცველებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში მომხდარი ორი მამაკაცის მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ამავე სოფელში მცხოვრები. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 10 აგვისტოს სოფელი სათხის მცხოვრებმა გ.მ.-მ საკუთარ სახლში დაპატიჟა თანასოფლელები და თბილისიდან სტუმრად მყოფი პირები, რამდენიმე საათში სახლის მასპინძელსა ერთ-ერთ სტუმარს შორის, მოხდა შელაპარაკება, რომელიც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. გ.მ.-მ დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ორ მამაკაცს, რომლებიც ადგილზე გარდაიცვალნენ.