loader

საზარელი მკვლელობა დოლიძის ქუჩაზე - 42 წლის მამაკაცს 5 ტყვია საცხოვრებელ სახლთან ესროლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი მკვლელობა დოლიძის ქუჩაზე - 42 წლის მამაკაცს 5 ტყვია საცხოვრებელ სახლთან ესროლეს

დოლიძის ქუჩაზე 42 წლამდე მამაკაცი მოკლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. მათი ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობის) მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დამნაშავის დადგენისა და შემდგომში მისი დაკავების მიზნით. უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილს ჩაუტარდება ექსპერტიზაც.

ასევე იხილეთ:  "ბიზნესმენი იყო და ალბათ რაღაც უსიამოვნება მოხდა" - ახალი დეტალები დოლიძის ქუჩაზე მოკლულ 42 წლის მამაკაცზე