loader

"ამ სიმახინჯეს დავანგრევთ ისე, როგორც წმინდა ნინომ დაანგრია არმაზის კერპი და ნამსხვრევებს მთავრობას მივუყრით" - ბათუმში "ქართული მარშის" აქცია იმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ სიმახინჯეს დავანგრევთ ისე, როგორც წმინდა ნინომ დაანგრია არმაზის კერპი და ნამსხვრევებს მთავრობას მივუყრით" - ბათუმში "ქართული მარშის" აქცია იმართება

"ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ ბათუმში მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ გორგილაძის ქუჩაზე, ვარდების სკვერში სელიმ ხიმშიაშვილის, მემედ აბაშიძისა და ზვიად გამსახურდიას ძეგლების დადგმას ითხოვენ. მან ბათუმის მერიას მოუწოდა, აღნიშნულ სკვერში დავით აღმაშენებლის ძეგლი უმოკლეს დროში დაიდგას.

"აქ სკვერი იარსებებს. ამ სიმახინჯეს დავანგრევთ, როგორც წმინდა ნინომ არმაზის კერპი დაანგრია მცხეთაში და ნამსხვრევებს მივაყრით არსებულ მთავრობას. თურქეთის კონსულისგან შეშინებულები, რიჟვაძის მეთაურობით, ბათუმის ცენტრში ვერ ბედავენ დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმას. აქ დაიდგმება სელიმ ხიმშიაშვილის ძეგლი, ზვიად გამსახურდიას ძეგლი და მონუმენტი ქართველების განმათავისუფლებლებისა.

ეს სკვერი და დავით აღმაშენებელი იმსახურებს, რომ ძეგლი დაიდგას ამ მოედანზე. დემონსტრაციით და მარშით ჩავივლით იქ, სადაც ჩავლა სირცხვილი გვგონია. გვირეკავენ, ქუთაისის ქუჩაზე არ გაიაროთო, ჩვენ გავივით იქ, სადაც გასავლელია", - განაცხადა „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ.
ამ წუთებში "ქართული მარშის“ წევრები ბათუმის ქუჩებში მსვლელობას აწყობენ.

ავტორი: მარიკო კეკელიძე