loader

მამა, რომელსაც სვანეთში 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, სამართალდამცველებმა დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამა, რომელსაც სვანეთში 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, სამართალდამცველებმა დააკავეს

მამა, რომელსაც სვანეთში 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, დაკავებულია. ამის შესახებ შსს-ში განაცხადეს. უწყების ინფორმაციით, ამირან დევნოზაშვილის აყვანა სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მოხდა, რაც იძულებას გულისხმობს. შსს-ში სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ სვანეთში მყოფი ერთ-ერთი ოჯახის შესახებ ინფორმაცია იანვარში გახდა ცნობილი. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ამირან დევნოზაშვილს 8 შვილი - სამი ბიჭი და 5 გოგო ჰყავს. შვილების სახლში გამოკეტვის მიზეზად მამა იმ არგუმენტს ასახელებდა, რომ ისინი საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიდნენ. ამირან დევნოზაშვილის დაკავება დაახლოებით 2 კვირის წინ მოხდა.



ასევე დაგაინტერესებთ: "მე ჩემს შვილებს თმის ღერს არავის ჩამოვაგდებინებ" - სვანეთში მამას 8 შვილი სახლში ჰყავს გამოკეტილი და წლებია გარეთ არ უშვებს