loader

რატომ უფასურდება ლარი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ უფასურდება ლარი?

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სტაბილურობას ინარჩუნებდა, თუმცა ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო. მთავრობის განმარტებით, ლარის გაცვლით კურსზე გავლენა თურქეთისა და რუსეთის ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანმა გაუფასურებამ მოახდინა. ეროვნული ვალუტის გაუფასურებას საგარეო ფაქტორებს უკავშირებს "თიბისი ბანკის" ფინანსური დირექტორიც.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ მთავრობა ლარის რყევას მოუმზადებელი ხვდება. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ტურისტული სეზონის პიკში ეროვნული ვალუტის გაუფასურება შემდგომი თვეებისთვის ცუდ მოლოდინს ქმნის.

ლარმა გაუფასურება წინა კვირის ბოლოს დაიწყო. რაც შეეხება ლირას, თურქეთში ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რაც ერთი მხრივ, ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს, მეორეს მხრივ კი, პრეზიდენტ ერდოღანის ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირდება.