loader

გენუაში ხიდის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა - ხიდიდან დაახლოებით, 30 მანქანა ჩავარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გენუაში ხიდის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა - ხიდიდან დაახლოებით, 30 მანქანა ჩავარდა

იტალიაში, ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა. როგორც იტალიური მედია იუწყება, დაღუპულებს შორის 3 ბავშვია.

იტალიის მეხანძრეების ეროვნული კორპუსის ხელმძღვანელის, ემანუელე ჯისის განცხადებით, ხიდიდან, დაახლოებით, 30 მანქანა ჩავარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 16 ადამიანი გამოიყვანეს. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე მუშაობას განაგრძობენ.

ქალაქ გენუის ადგილობრივმა ხელისუფლებამ დღევანდელი და ხვალინდელი დღეები გლოვის დღედ გამოაცხადა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევამდე მას მეხი დაეცა.

აღნიშნული ხიდი 60-იან წლებში იყო აშენებული, მისი რეკონსტრუქცია კი 2016 წელს ჩატარდა. სოციალურ ქსელებში იტალიელი მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ხიდი არაერთხელ იყო შეკეთებული.


ასევე დაგაინტერესებთ: დაშავდნენ თუ არა გენუაში ხიდის ჩამონგრევისას საქართველოს მოქალაქეები - იტალიაში საქართველოს საელჩოს განცხადება

რა ვითარებაა ამ დროისთვის იტალიაში ხიდის ჩამონგრევის შემდეგ

ვერტმფრენიდან გადაღებულ კადრებში ჩანს ხიდი, რომელიც იტალიაში ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა

იტალიაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის მიზეზი შესაძლოა, მეხის დაცემა იყოს - რა ვითარებაა ამჟამად შემთხვევის ადგილზე

კადრები იტალიიდან, სადაც საავტომობილო ხიდი ჩაინგრა, დაღუპულია ათეულობით ადამიანი