loader

იანოშ ჰერმანმა მედიის წარმომადგენლებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იანოშ ჰერმანმა მედიის წარმომადგენლებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი საქართველოში თავის მისიას ასრულებს. ამის შესახებ ჰერმანმა სასტუმრო "თბილისი მერიოტში", ჟურნალისტებისთვის გამართულ მიღებაზე განაცხადა.

ჰერმანმა ევროკავშირის ელჩის რანგში 2014-2018 წლების საქმიანობა შეაჯამა და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში არსებულ მიღწევებზე ისაუბრა. ამ კონტექსტში ელჩმა ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმების გაფორმებას და უვიზო მიმოსვლას.

იანოშ ჰერმანს ევროკავშირის ელჩის პოსტზე შვედი დიპლომატი კარლ ჰარცელი შეცვლის.