loader

როგორ ილუქება სასტუმრო "ლეოგრანდი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ილუქება სასტუმრო "ლეოგრანდი"

სასტუმრო „ველმონდი“, ყოფილი „ლეოგრანდი“ რამდენიმე წუთის წინ დაიხურა. შენობიდან სტუმრების გაყვანა დილიდან მიმდინარეობდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ლევან მაისურაძემ განაცხადა, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, სასტუმრომ სახანძრო უსაფრთხოების ნორმები არ დაიცვა, რის გამოც უწყებამ სასამართლოს მიმართა, სადაც სასტუმრომ სასამართლოს ორივე ინსტანციაში წააგო.

ყოფილი "ლეოგრანდიდან" ტურისტების გადაყვანის პროცედურებში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აქტიურად იყო ჩართული. როგორც უწყებაში განაცხადეს, ტურისტები ბათუმის სხვადასხვა სასტუმროში არიან მოთავსებულნი და უსაფრთხო გარემოში იმყოფებიან.

ყოფილ "ლეოგრანდს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა არაერთხელ მოუწოდა, რომ სასტუმროში ადამიანების უსაფრთხოების მიზნით სახანძრო უსაფრთხოების ნორმები დაეცვა. უწყებიდან სასტუმროს 44 რეკომენდაცია მიეცა, რისი შესრულებაც გარკვეულ ვადებში ევალებოდა. როგორც სასტუმროს იურისტმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ამ ეტაპზე 30 რეკომენდაციის შესრულება მოხდა და დარჩენილ რეკომენდაციებს ეტაპობრივად აღმოფხვრიან.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 20-მდე პირი დაშავდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. საქმეზე ორი პირია დაკავებული.

ვტორი: მარიკო კეკეკლიძე


ასევე იხილეთ:
როგორ ტოვებენ სასტუმრო "ლეოგრანდს" ტურისტები

"დუღს აქაურობა" - რას ამბობენ სასტუმრო "ლეოგრანდის" თანამშრომლები