loader

იზორია - ანწუხელიძე ჩვენი ეპოქის გმირია, რომელმაც თავგანწირვით კიდევ ერთხელ გააძლიერა ჩვენი ისტორიული ვალდებულება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იზორია - ანწუხელიძე ჩვენი ეპოქის გმირია, რომელმაც თავგანწირვით კიდევ ერთხელ გააძლიერა ჩვენი ისტორიული ვალდებულება

გიორგი ანწუხელიძე ჩვენი ეპოქის გმირია, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით იმყოფებოდა და ანწუხელიძის საფლავი ყვავილებით შეამკო.

საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 9 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. 2008 წლის ნოემბრამდე სამხედრო მოსამსახურე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. მოგვიანებით, ცხინვალიდან გადმოსვენებული ათი ქართველის ცხედრისათვის ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო.