loader

მძიმე ავარია სტავროპოლში: თბილისიდან მიმავალი ავტობუსი "კამაზს" შეეჯახა - დაიღუპა 2, დაშავდა 17 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე ავარია სტავროპოლში: თბილისიდან მიმავალი ავტობუსი "კამაზს" შეეჯახა - დაიღუპა 2, დაშავდა 17 ადამიანი

რუსეთში, სტავროპოლის ოლქში თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი სარეისო ავტობუსისა და „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. ამის შესახებ „ინტრეპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელია დაღუპულთა ვინაობა და მოქალაქეობა. როგორც უწყებაში აცხადებენ, საკონსულო სტავროპოლის საგანგებო დავალებათა სამსახურთან ხაზზეა.

„სტავროპოლის ოლქში თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავ ავტობუსში, რომელიც ავტოავარიაში მოჰყვა, 42 მგზავრი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა 18 ადამიანი, გარდაიცვალა 2. ამ ეტაპზე გარდაცვლილთა მოქალაქეობა ზუსტდება. საკონსულო ხაზზეა იქაურ საგანგებო დავალებათა სამსახურთან. დაშავებულთა ნაწილი გადაყვანილია პიატიგორსკში, ნაწილი - ახლომდებარე დაბაში“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ასევე იხილეთ: ახალი დეტალები სტავროპოლში მომხდარი ავარიის შესახებ - არის თუ არა დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქე?