loader

"გული გამისკდა, რომ ვნახე" - კადრები ვაჟა-ფშაველას გამზირიდან, სადაც მცირეწლოვანი ბავშვი ორმოში ჩავარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გული გამისკდა, რომ ვნახე" - კადრები ვაჟა-ფშაველას გამზირიდან, სადაც მცირეწლოვანი ბავშვი ორმოში ჩავარდა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ორმოში მცირეწლოვანი ბავშვი ჩავარდა. შემთხვევა გვიან ღამით, ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

12 წლის ბავშვის ორმოდან ამოსაყვანად საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ.

რა გახდა ქვეითთა სავალი ნაწილის ჩანგრევის მიზეზი, უცნობია. ბავშვი იაშვილის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.