loader

წვიმა ელჭექით, სეტყვა და დაბალი ტემპერატურა - როდემდე შენარჩუნდება არამდგრადი ამინდი საქართველოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წვიმა ელჭექით, სეტყვა და დაბალი ტემპერატურა - როდემდე შენარჩუნდება არამდგრადი ამინდი საქართველოში


20-23 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, 20-დან 23 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +28, +33 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

რაც შეეხება შავი ზღვის სანაპირო რაიონებს, ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.

თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსია მოსალოდნელი.