loader

კადრები რუსთავიდან, სადაც ავარიის შედეგად 9 წლის ბავშვი დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები რუსთავიდან, სადაც ავარიის შედეგად 9 წლის ბავშვი დაშავდა

რუსთავში, რუსთაველისა და ბათუმის ქუჩების გადაკვეთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 9 წლის ბავშვი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ,,ბე-ემ-ვე"-სა და ,,ჰონდას" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ საპატრულო ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

დაშავებული ბავშვი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და ამ დროისთვის შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.