loader

კადრები ბოტანიკური ბაღიდან, სადაც ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ბოტანიკური ბაღიდან, სადაც ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე 35 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ყელის არეში სამართებლით მიყენებული ორი ჭრილობა აქვს. ერთ-ერთი ჭრილობა არტერიასთან ახლოსაა, რამაც სავარაუდოდ, მისი გარდაცვალება გამოიწვია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საფუძველზე, სხვა ვერსიებიც განიხილება და შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.