loader

კადრები ანაკლიიდან, სადაც ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves Powered by Exit დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ანაკლიიდან, სადაც ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves Powered by Exit დაიწყო

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves Powered by Exit მიმდინარეობს. ფესტივალის ტერიტორიაზე 5 სცენა მოქმედებს. თავდაპირველად მუშაობა TAIYO Stage-მა დაიწყო. მოგვიანებით კი მთავარ სცენაზე WAVE Stage, პირველი დღის ჰედლაინერი Juan Atkins წარდგა კონსერვატორიის ალტერ ორკესტრთან და Dzijan Emin-თან ერთად. ბილეთების შეძენა უკვე მხოლოდ კარზეა შესაძლებელი - მულტიპასის ღირებულება 200 ლარს შეადგენს, დღიური ბილეთის კი - 90 ლარს. ფესტივალზე 3 სამედიცინო პუნქტი და სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟია განთავსებული. სამედიცინო პუნქტები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები ადგილზე ფესტივალის დახურვამდე იქნება განთავსებული. ფესტივალი პროექტ Check in Georgia-იას ფარგლებში იმართება და ის 27 აგვისტოს დასრულდება.