loader

ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე და ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია ციხეში დაჭრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე და ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია ციხეში დაჭრეს

აშშ-ში, ბრუკლინის ციხეში მომხდარი ინციდენტის შედეგად მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კრივში ავთანდილ ხურციძე და ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია დაჭრეს.

სამი კვირის წინ ბრუკლინის ციხეში მომხდარი ინციდენტის შესახებ გამოცემა CrimeRussia-ს მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში შულაიას თარჯიმანმა განუცხადა.

ინციდენტის მიზეზები ამ დრომდე უცნობი რჩება. თავდაპირველად კონფლიქტი შულაიასა და ლათინოამერიკული კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერს შორის მოხდა.

"შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. შულაიას მხარი კრივში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ავთანდილ ხურციძემ ("ჩაქუჩა") დაუჭირა. რიცხობრივი უპირატესობა ლათინოამერიკელების მხარეს იყო, რომლებმაც შულაიასა და ხურციძის წინააღმდეგ ცივი იარაღი გამოიყენეს. ადმინისტრაციის ჩარევის შემდეგ მასობრივი ჩხუბი შეწყდა, შულაია და ხურციძე კი ჰემატომებითა და ზედაპირული ჭრილობებით ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს", - წერს გამოცემა.

CrimeRussia-ს წყაროს ინფორმაციით, ხურციძე სახის არეშია დაჭრილი. სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ შულაია და ხურციძე კარცერში მოათავსეს.