loader

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ვარკეთილში შურისძიების ნიადაგზე, ახალგაზრდა მამაკაცის მოკვლის შემდეგ, მოკლულის ცოლი გაიტაცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ვარკეთილში შურისძიების ნიადაგზე, ახალგაზრდა მამაკაცის მოკვლის შემდეგ, მოკლულის ცოლი გაიტაცა

ვარკეთილში 8 აგვისტოს მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, 41 წლის გია ფეიქრიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი ც.გ-ა, რომელიც მიმალვაში იყო და სამართალდამცველები მას მომხდარი მკვლელობის შემდეგ 20 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ბრალდებული ც.გ 29 წლისაა.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ვარკეთილში 8 აგვისტოს, საღამოს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ვარკეთილი 3-ის პირველი მიკრორაიონის 25-ე კორპუსის სადარბაზოში მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღით 41 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და ასევე, დაჭრა 48 წლის მამაკაცი, რომელსაც სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა ჩაუტარდა.



ასევე დაგაინტერესებთ: " ყოფილ შეყვარებულზე შური იძია" - ვარკეთილში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

"დიდი სისხლის გუბე იყო" - რას ამბობენ მეზობლები ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაზე