loader

შსს-ს განმარტება მძღოლებისთვის - რა უნდა იცოდეთ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე დაკისრებულ ჯარიმებთან დაკავშირებით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-ს განმარტება მძღოლებისთვის - რა უნდა იცოდეთ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე დაკისრებულ ჯარიმებთან დაკავშირებით?

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ჯარიმების შესახებ ინფორმაციის დროულად მიღების მიზნით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემების ვალიდურობა; აგრეთვე, რეგისტრაციის ადგილის ან მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში, დროულად უზრუნველყონ სისტემაში მონაცემების განახლება.

ჯარიმის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20%-იანი შეღავათით. ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 536 "ჭკვიანი" ვიდეოკამერა, მათ შორის, სიჩქარის მზომი სექციური რადარები, წლის ბოლომდე კი დაგეგმილია დამატებით 1 200 "ჭკვიანი" ვიდეოკამერის ამოქმედება.