loader

15 სექტემბრისთვის პირველი ეტაპი დასრულდება - რას ჰპირდება თბილისის მოსახლეობას კალაძე, რომელმაც დედაქალაქში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

15 სექტემბრისთვის პირველი ეტაპი დასრულდება - რას ჰპირდება თბილისის მოსახლეობას კალაძე, რომელმაც დედაქალაქში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილესთან და მედიასთან ერთად ბარათაშვილის აღმართზე, რობაქიძის გამზირზე, კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ ქუჩებზე გზის სავალი ნაწილის მოასფალტების, შიდა საკომუნიკაციო ქსელების, ტროტუარებისა და განათების ბოძების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები აგვისტოს პირველ რიცხვებში დაიწყო, ხოლო ძირითადი სამუშაოები 15 სექტემბერს დასრულდება, რის შემდეგაც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა სრულად აღდგება. დედაქალაქის მერის თქმით, სამუშაოები თბილისის განვითარებას ემსახურება და ის მაღალი ხარისხით, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს.