loader

“ეროვნული ერთობის” ლიდერი გიორგი ჭელიძე ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებითაა დაკავებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ეროვნული ერთობის” ლიდერი გიორგი ჭელიძე ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებითაა დაკავებული

“საქართველოს ეროვნული ერთობის” ლიდერი გიორგი ჭელიძე შსს-მ ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა “საქართველოს ეროვნული ერთობის“ გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს”, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.