loader

"დღემდე ვერ გამირკვევია რატომ დამაკავა პატრულმა" - "პალიტრანიუსის" ოპერატორი პოლიციელებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასა და საქმის ფალსიფიცირებაში ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღემდე ვერ გამირკვევია რატომ დამაკავა პატრულმა" - "პალიტრანიუსის" ოპერატორი პოლიციელებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასა და საქმის ფალსიფიცირებაში ადანაშაულებს

"პალიტრანიუსის" ოპერატორი ბექა მშვილდაძე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასა და საქმის ფალსიფიცირებაში ადანაშაულებს. როგორც მშვილდაძე აცხადებს, 13 აგვისტოს ღამით ის და მისი მეგობარი მანქანით გადაადგილებისას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა.

"პალიტრანიუსის" ოპერატორი დააკავეს პატრულის თანამშრომლისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით, თუმცა მშვილდაძე აცხადებს, რომ მას საერთოდ არ უთქვამს ის სიტყვა, რასაც ედავებიან პოლიციელები. მისი თქმით, ამას ადასტურებს თავად პატრულის სამხრე კამერის ჩანაწერი, რომელზეც საერთოდ არ ისმის უწმაწური სიტყვა.

ამასთან, მშვილდაძის განცხადებით, სამხრე კამერის ჩანაწერი წყდება დაკავების მომენტზე, რაც საეჭვოა, რადგან სწორედ ამ დროს მიაყენეს მას პატრულის თანამშრომლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ოპერატორის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით გაიმართა, მთავარი მოწმე იყო ის პოლიციელი, რომელმაც ის დააკავა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოზე წარდგენილ სამხრე კამერის ჩანაწერში არ ისმოდა მშვილდაძის მხრიდან წარმოთქმული უწმაწური სიტყვა, მოსამართლემ გაიზიარა პატრულის თანამშრომლის ჩვენება.