loader

ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდ "გოგა ფოთისკის" მოსკოვის სასამართლომ 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდ "გოგა ფოთისკის" მოსკოვის სასამართლომ 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მოსკოვის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი გუგუშვილი („გოგა ფოთისკი“) მკვლელობაში ბრალდებულად ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმის მასალების მიხედვით, 2013 წლის 8 ივნისს მოსკოველ ბიზნესმენთან, ალექსანდრე ხარჩენკოსთან შელაპარაკების დროს გუგუშვილმა მას გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ბიზნესმენი რამდენიმე საათის შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ოთხი წლის განმავლობაში ძებნაში მყოფი გუგუშვილი 2018 წლის მარტში დააკავეს.