loader

გლდანის მე-5 მიკრორაიონის მესამე კორპუსში საცხოვრებელი სახლი თითქმის, მთლიანად დაიწვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გლდანის მე-5 მიკრორაიონის მესამე კორპუსში საცხოვრებელი სახლი თითქმის, მთლიანად დაიწვა

გლდანის მე-5 მიკრორაიონის მესამე კორპუსში, მეოთხე სართულზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძარი ლიკვიდირებულია. მეპატრონის თქმით, იგი სახლში იმყოფებოდა, როდესაც აივანზე ხანძარი გაჩნდა. მეხანძრეების თქმით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

"სახლში ვიყავი, ტელევიზორს ვუყურებდი. მოულოდნელად ვიგრძენი მძაფრი სუნი. ვიფიქრე, გარედან შემოდის და გამოვედი სასტუმრო ოთახში. ვნახე, რომ აალებული იყო მთელი აივანი და სამზარეულო. ყველაფერი იწვოდა. მეც რომ არ ჩავმწვარიყავი შიგნით, პირველი, რაც გავაკეთე, დენი გამოვრთე და გავედი გარეთ. მეზობელს დავარეკინე სახანძროში, თუმცა სახანძრო რამდენ ხანშიც უნდა მოსულიყო, მაინც ვერ მოასწრებდა. წამებში მოხდა მთელი ოროთახიანი სახლის დაწვა. სულ ხის კარადები მქონდა და ამის გამო უცბად აალდა. არ ვიცი, რამ გააჩინა აივანზე ხანძარი. არაფერი იქ ისეთი არ ეწყო", - განაცხადა მანანა ხუციშვილმა.


ავტორი: თიკო გურაშვილი