loader

"კადრებში ჩანს, როგორ გარბის" - რას ჰყვებიან თვითმხილველები "დინამოსთან" ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კადრებში ჩანს, როგორ გარბის" - რას ჰყვებიან თვითმხილველები "დინამოსთან" ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის შესახებ

თბილისში, "დინამოს" მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, ის ფეხის არეშია დაჭრილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 119-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, დამნაშავის დასაკავებლად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.