loader

ქუთაისში ძარცვის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - ბრალდებული დაზარალებულს თავს დაესხა და ხელჩანთის გატაცება სცადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისში ძარცვის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - ბრალდებული დაზარალებულს თავს დაესხა და ხელჩანთის გატაცება სცადა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ლ. ს. ძარცვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, საღამოს საათებში, 1994 წელს დაბადებულ მ.ტ.-ს თავს დაესხა და ხელჩანთის გატაცება სცადა, თუმცა მან წინააღმდეგობა გაუწია. ლ.ს.-მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ს. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავა.

გამოძიება ძარცვის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით.