loader

როგორ გამოიყურება ავარიის შემდეგ ავტომობილი, რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება ავარიის შემდეგ ავტომობილი, რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია გარდაიცვალა. ავარია ფსოუ-ენგურის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ВАЗ-2199-ის მარკის ავტომობილის მძღოლმა, 22 წლის თარსმან ჰაჯარათმა სამთავრობო კორტეჟს გზა არ დაუთმო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მას მართვის მოწმობა არ ჰქონდა, საჭესთან კი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის პოსტზე 70 წლის გენადი გაგულია მიმდინარე წლის 24 აპრილს დაინიშნა.