loader

"ტუჩები მოაჭამა, გაგლიჯა" - კახეთში მგელმა 3 ადამიანი დაკბინა, რას ჰყვება თვითმხილველი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტუჩები მოაჭამა, გაგლიჯა" - კახეთში მგელმა 3 ადამიანი დაკბინა, რას ჰყვება თვითმხილველი

სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში მგელმა ორი ადამიანი დაკბინა. როგორც ადგილობრივებმა „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, 60 წლამდე მამაკაცი და მისი რძალი დილით რთველში მიდიოდნენ, რა დროსაც მათ მტაცებელი დაესხათ თავს. ისინი წნორის კლინიკა „არქიმედეში“ გადაიყვანეს.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

სოფელ ტიბაანის მოსახლეობის განცხადებით, სოფელში მგლების შემოსევაა და ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.





ავტორი: ანასტასია გურაშვილი