loader

ნასვამი მძღოლი, რომელმაც გლდანში 27 წლის ქალი და 3 წლის ბავშვი იმსხვერპლა, ავარიის შემდეგ მიიმალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნასვამი მძღოლი, რომელმაც გლდანში 27 წლის ქალი და 3 წლის ბავშვი იმსხვერპლა, ავარიის შემდეგ მიიმალა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში მომხდარი ავარიის საქმეზე ავტომანქანის მძღოლი დააკავა. როგორც შსს-ს ინფორმაციაშია ნათქვამი, მძღოლი მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, რომელმაც შემთხვევის შემდეგ ქალი და ბავშვი განსაცდელში მიატოვა. ჩადენილი დანაშაული 8-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.ა. მიმდინარე წლის 11 სექტემბერს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მართავდა საკუთარ ავტომანქანას, რა დროსაც ქვეითად მოსიარულეებს - 1991 წელს დაბადებულ ნ. მ.-ს და 2015 წელს დაბადებულ ნ. ჯ.-ს შეეჯახა, რომლებიც, მიღებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. მომხდარ ფაქტზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გარდაცვლილი 27 წლის გოგო და 3 წლის ბავშვი ერთმანეთის ნათესავები იყვნენ.



ასევე დაგაინტერესებთ: ნასვამმა მძღოლმა გლდანში 3 წლის ბავშვი და ახალგაზრდა ქალი იმსხვერპლა