X
ხმაური და დაპირისპირება: გორის ცენტრალური ავტობანი გადაკეტილია, ტერიტორიაზე უამრავი სამართალდამცველია
13:33 / 14-09-2018
ცენტრალური ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ დამატებითი ჯგუფები გამოიძახა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში 6 ივლისს გარდაცვლილი 18 წლის თორნიკე მერებაშვილის ახლობლებმა და თანასოფლელებმა, ობიექტური გამოძიების მოთხოვნით, ჯერ საპროტესტო აქცია გამართეს, შემდგომ კი, პროტესტის ნიშნად, ავტობანის ცალმხრივი გზა გადაკეტეს.

აღნიშნულ მონაკვეთზე თითქმის 20 წუთის განმავლობაში მოძრაობა პარალიზებული იყო.

სამართალდამცველები მოძრაობის აღდგენას ცდილობდნენ და გარდაცვლილის ახლობლებს ავტომაგისტრალის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

ამ დროისთვის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მოძრაობა სრულადაა აღდგენილი. აქციის მონაწილეები კი ფეხით გორის ცენტრისკენ, ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით გაემართნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე მერებაშვილს სოფელ ხელთუბანთან ავტომანქანა დაეჯახა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია, თუმცა, გარდაცვლილის ნათესავების ვერსიით, ახალგაზრდა მოკლულია, დღემდე კი ბრალდებული არ არსებობს.


ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
როგორ ემუქრება მძევლებს და ამტვრევს ტექნიკას აგრესიული თავდამსხმელი - სათვალთვალო კამერის ჩანაწერები
“ახლა რომ მოგხსნა რა მოხდება?“- ინგა გრიგოლია შეეცადა ნიკა მელიასთვის სამაჯური მოეხსნა, რა მოხდა პირდაპირ ეთერში?
“გამოვედი სცენაზე, ვმღერი... თავში მომხდვა რაღაცა“- აჩიკო მეფარიძის სასაცილო ისტორია საბერძნეთში გამართული კონცერტის შესახებ
“დავიწყე მოპარვა, შენობებში ღამით ვიპარებოდი... ვინ დაიჯერებდა, რომ წლების მერე სექს სიმბოლოს დამიძახებდნენ“- შორენა ბეგაშვილი სკანდალურ დეტალებს ჰყვება
“ამირხანაშვილს ორჯერ შევთავაზეთ შაქარაშვილის მოძებნა, უარი განაცხადა... ბუჩქებისკენ იყურებოდა და პირჯვარს იწერდა“ - ვახო ჩიქოვანის სკანდალური ჩვენება დახურული სხდომიდან
“ახლა მაგარ რაღაცას გაჩვენებთ“ - რა მოხდა ბათუმში, რამაც საზოგადოება ააღელვა?
რა არის გრიპის ვაქცინაცია და საშიშია თუ არა აცრა - პასუხი ყველა კითხვაზე
“ეს ის არის, რაც ტურისტებს ძალიან უყვართ“ - გოგა ჩანადირის შოკისმომგვრელი აღმოჩენა ფოთში, რითიც ევროპა მილიონობით ტურისტს მიიზიდავდა