loader

მძიმე ავარია ტყიბულში - მიკროავტობუსი შეჯახების შემდეგ ამობრუნდა - ადგილზე დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა 16 - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე ავარია ტყიბულში - მიკროავტობუსი შეჯახების შემდეგ ამობრუნდა - ადგილზე დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა 16

ტყიბულში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 16 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის ერთი არასრულწლივანია.

ერთი დაშავებული რეამობილით გადაიყვანეს ქუთაიაში, მეორეს გადასაყვანად ამ დრომდე ელოდებიან რეამობილს. სხვა დაშავებულ მგზავრებს ტყიბულის საავადმყოფოში ადგილობრივმა ექიმებმა გაუწია პირველადი სამედიცინო დახმარება და ამ დროიუსთვის გაწერილი არიან საავადმყოფოდან. დაშავებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია. გარდაცვლილი მგზავრი გადაყვანილია ქუთაისის პროზექტურაში ექსპერტიზაზე. მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია.

ტყიბულიდან სოფელ ცუცხვათში მიმავალი მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგაც ამოტრიალდა. ადგილზე დაიღუპა ერთი ადამიანი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. მძღოლის საჭეს სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.

ავტორი: გიორგი სულაძე