loader

საპატრიარქოში შეკრებილმა სასულიერო პირებმა საკრებულოსთან გადაინაცვლეს და პარაკლისს აღავლენენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საპატრიარქოში შეკრებილმა სასულიერო პირებმა საკრებულოსთან გადაინაცვლეს და პარაკლისს აღავლენენ

საპატრიარქოში შეკრებილმა სასულიერო პირებმა თბილისის საკრებულოს შენობასთან გადაინაცვლეს. თბილისის საკრებულოსთან სასულიერო პირები ამ წუთებში პარაკლისს აღავლენენ. მამა შალვას განცხადებით, თუ რა მიზნით შეიკრიბნენ საკრებულოსთან, ლოცვის დასრულების შემდეგ განმარტავენ.

"ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შევთხოვთ, რომ ისმინოს ჩვენი ლოცვები და ხელისუფლებამ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომ ეს შფოთი, რაც არის შემოტანილი უკანონო გადაწყვეტილებებით, გაუქმებული იქნას", - განაცხადა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა.

სასულიერო პირების თქმით, მათ ლოცვას საკრებულოსთან მრევლიც შეუერთდება.



ავტორი: სალომე კვარაცხელია


ასევე დაგაინტერესებთ: პირდაპირი ეთერი საკრებულოდან, სადაც სასულიერო პირები არიან შეკრებილები

საპატრიარქოში საგანგებო თათბირი დაინიშნა, დაბარებულები არიან მღვდელმთავრები