loader

კადრები მირზა სუბელიანის სასამართლო პროცესიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები მირზა სუბელიანის სასამართლო პროცესიდან

წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ვცნობ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა მირზა სუბელიანმა წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა.

პროკურატურამ მტკიცებულებად გამოკითხვების და დაკითხვის ოქმები წარადგინა. ასევე წარადგინა საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები. ბრალდებამ მოწმეთა სიაც წაიკითხა, ვის დაკითხვასაც პროკურატურა არსებითი განხილვების დაწყების დროს აპირებს. მათ შორის არიან: მიხეილ კალანდია, გიორგი კალანდია, დაჩი ღლონტი, მერაბ მორჩაძე, ზაზა სარალიძე და გიორგი მენაბდე.

ასევე იხილეთ: ეს ჩემთვის უმძიმესი ტკივილია... მსურს, დავრჩე პატიმრობაში - მირზა სუბელიანი