loader

ეს ჩემთვის უმძიმესი ტკივილია... მსურს, დავრჩე პატიმრობაში - მირზა სუბელიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეს ჩემთვის უმძიმესი ტკივილია... მსურს, დავრჩე პატიმრობაში - მირზა სუბელიანი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. პროკურორის თქმით, არსებობს მოწმეებზე ზეწოლის ან მიმალვის საფრთხე. პროკურატურის პოზიციის შემდეგ დაცვის პოზიცია თავად ბრალდებულმა დააფიქსირა. მირზა სუბელიანმა განაცხადა, რომ არ სურს მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა შეიცვალოს. სუბელიანმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა მტკიცებულების დასაშვებობას ეთანხმება, მიხეილ შაყულაშვილის ჩვენების გარდა. მას აღნიშნულ ჩვენებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. საქმის არსებითი განხილვა 1-ელ ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

ასევე იხილეთ: კადრები მირზა სუბელიანის სასამართლო პროცესიდან