loader

სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, რომელიც სახურავზე იყო ასული, ჩამოვიდა, თუმცა საწვავი რამდენჯერმე გადაისხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, რომელიც სახურავზე იყო ასული, ჩამოვიდა, თუმცა საწვავი რამდენჯერმე გადაისხა

გაფორმების ეკონომიკური ზონის ერთ-ერთი შენობის სახურავზე ასული სატვირთო ავტომანქანის მძღოლი სახურავიდან ჩამოვიდა, თუმცა მას კვლავ ხელში უჭირავს ბენზინით სავსე ბოთლი. მძღოლი აცხადებს, რომ მისი პირობები კვლავ უცვლელი რჩება. სამართალდამცველებს მძღოლთან მიახლოების საშუალება არ ეძლევათ, რადგან მძღოლი კვლავ თავის დაწვით იმუქრება. ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრის ბრძანების თანახმად, საქართველოში სახმელეთო გზით ხორბლის გადატანა იკრძალება. სატვირთო ავტომობილების მძღოლები სწორედ ამ დადგენილებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეთა ნაწილი მოითხოვს, რომ ფინანსთა მინისტრის ბრძანება უვადოდ გადაიდოს და მათ მუშაობის საშუალება ჩვეულ რეჟიმში მიეცეთ ისე, რომ არ მოხდეს საბაჟოზე დამატებითი გადასახადების დაწესება.

იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ შედგება, აქციის მონაწილეთა ნაწილი პერმანენტულ აქციებს აანონსებს.



ასევე დაგაინტერესებთ: ხორბლის ერთი-ერთი გადამზიდავი მძღოლი შენობის სახურავზეა ასული, თვითდაზიანებებს იყენებს და მინისტრის მისვლას ითხოვს

"გუშინ დაურეკეს ბანკებმა, საიდან უნდა გადაეხადა? აქვს სადღაც 2000-3000 თვეში გადასახდელი" - რას ჰყვებიან მამაკაცზე, რომელმაც მძღოლების აქციის დროს თავის დაწვა სცადა