loader

მოწამლეს თუ არა ვანო მერაბიშვილი? - დიაგნოზს სპეციალური პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოწამლეს თუ არა ვანო მერაბიშვილი? - დიაგნოზს სპეციალური პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე განცხადება გააკეთა. უწყება კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მას ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს.

მსჯავრდებულს დაესვა დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობა აქვს დანიშნული, რომელსაც პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი უზრუნველყოფს. რაც შეეხება დიაგნოზს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციის თავიდან აცილების მიზნით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, დიაგნოზი გასაჯაროვდეს. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, მსჯავრდებულს დაუდგინდა დიაგნოზი: ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი, ბლეფარო-კონიუნქტივიტი - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, სავარაუდოდ, მოწამვლით არის გამოწვეული.


ასევე დაგაინტერესებთ: ადვოკატი ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე: "შეიძლება იყოს სიმსივნე, თვალის დამბლა"

"თვალი დაპატარავდა, გუგა ჩამოიწია, სახე არის შეშუპებული" - რა ვერსიაზე საუბრობს ვანო მერაბიშვილის ადვოკატი?