loader

ადვოკატი ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე: "შეიძლება იყოს სიმსივნე, თვალის დამბლა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადვოკატი ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე: "შეიძლება იყოს სიმსივნე, თვალის დამბლა"

შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებით, ისეთი მძიმე დაავადებების ვერსიების გამოსარიცხად, როგორებიცაა სიმსივნე და თვალის დამბლა, დამატებითი კვლევებია ჩასატარებელი.

როგორც გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დაცვის მხარისთვის მიწოდებულ სამედიცინო დოკუმენტაციას ექიმები სწავლობენ, რათა კონკრეტულად გაირკვეს, თუ რა დაავადება დაუდგინდა მერაბიშვილს.

გიორგი ჩივიაშვილი ვანო მერაბიშვილის დამატებით გამოკვლევებზე გადაყვანასაც მოითხოვს. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის ინტოქსიკაციის ვერსიას, ადვოკატის თქმით, ამასთან დაკავშირებით ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც შს ყოფილი მინისტრის მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო.



ასევე დაგაინტერესებთ: მოწამლეს თუ არა ვანო მერაბიშვილი? - დიაგნოზს სპეციალური პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს