loader

ტელეკომპანია "პალიტრანიუსში" CNN-ის მედიაკონსულტანტი იმყოფება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტელეკომპანია "პალიტრანიუსში" CNN-ის მედიაკონსულტანტი იმყოფება

ტელეკომპანია "პალიტრანიუსში" საინფორმაციო ტელევიზიების საერთაშორისო ექსპერტი, CNN-ის მედიაკონსულტანტი და სერბეთში, ხორვატიასა და ბოსნიაში CNN-ის ექსკლუზიური პარტნიორი, კომპანიის N1-ის დამაარსებელი რუსმირ ნეფისი იმყოფება. მისი ჩამოსვლის მიზანია, განახორციელოს ცვლილებები საინფორმაციო ტელევიზია "პალიტრანიუსში" და ხელი შეუწყოს არხის განვითარებას.

ვიზიტის ფარგლებში, ის მედიაჰოლდინგის როგორც მენეჯმენტის წარმომადგენლებთან, ასევე პროდიუსერებთან, რედაქტორებთან და ჟურნალისტებთან გამართავს შეხვედრებს. მედიაკონსულტანტის თქმით, მას უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, რომ "პალიტრანიუსს" და მედიაჰოლდინგის სხვა პლატფორმებს გასცნობოდა და უკვე მზად აქვს გარკვეული რეკომენდაციები.