loader

მოსალოდნელი შტორმის გამო შავ ზღვაში ბანაობა იკრძალება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსალოდნელი შტორმის გამო შავ ზღვაში ბანაობა იკრძალება

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დღეს საღამოს ზღვაში შესვლა იკრძალება. დღეს, 18:00 საათიდან, ამინდის გაუარესების გამო შავ ზღვაში მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი.

"ტალღების სიმაღლე 3.5-დან 4 მეტრამდე მიაღწევს, რის გამოც ზღვაში შესვლა იკრძალება. ყველა სამაშველო კოშკურაზე აღიმართება წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს და გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს", - მოუწოდებს საგანგებო სიტუაციების სამსახური ზღვაზე მყოფ დამსვენებლებს.