loader

შსს-მ ბინის ქურდობის 5 ფაქტი გახსნა - ნაქურდალი ძვირფასეულობის საერთო ღირებულება 18 000 ლარია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ ბინის ქურდობის 5 ფაქტი გახსნა - ნაქურდალი ძვირფასეულობის საერთო ღირებულება 18 000 ლარია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.გ., ქურდობის ბრალდებით, ბოლნისში დააკავეს.

დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში, ბოლნისში 5 ბინაში უკანონოდ შეაღწია, რის შემდეგაც ბინების მეპატრონეების კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის სამკაულები მოიპარა. გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ ნაქურდალი ძვირფასეულობის საერთო ღირებულება 18 000 ლარს შეადგენს. პოლიციამ მოპარული ძვირფასეულობის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.