loader

"თიბისი ბანკი" "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის გუშინდელ პირდაპირ ეთერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თიბისი ბანკი" "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის გუშინდელ პირდაპირ ეთერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ზაზა ოქუაშვილის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს მცდარი ინფორმაციის გავრცელების მცდელობას, – ამის შესახებ ნათქვამია "თიბისი ბანკის" განცხადებაში. აღნიშნულ განცხადებას "თიბისი ბანკი" "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის გუშინდელ პირდაპირ ეთერთან დაკავშირებით ავრცელებს.

"თიბისი ბანკისთვის" უმთავრესი მნიშვნელობის არის კლიენტების ნდობა და ყველა აუცილებელი წესისა და პროცედურის დაცვა, რომელიც კლიენტის ფულის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. ბანკი უმაღლესი სიმკაცრით იცავს კომერციული ბანკებისთვის დადგენილ ყველა მოთხოვნას.

ბატონი ოქუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, "თიბისი ბანკი" განმარტავს, რომ ბანკში ყველა ტრანზაქცია სრულდება სამუშაო საათებში, კლიენტის ანგარიშების გახსნისა და წარმოების ყველა წესის დაცვით. "თიბისი ბანკს" გააჩნია კანონიერი ვალდებულება, დაიცვას კლიენტის პერსონალური მონაცემები და საბანკო საიდუმლოება. ამიტომ ბანკის მხრიდან დაუშვებელია კონკრეტული ტრანზაქციისა და კლიენტის შესახებ დეტალების გასაჯაროება. – ნათქვამია განცხადებაში.


ასევე დაგაინტერესებთ: "თიბისი ბანკმა" გახარიას ზეწოლით, დარღვევებით გასცა "ომეგას" დირექტორებზე 4 მილიონი და ეს თანხა ბანკთანვე მათ შეიარაღებულმა პირებმა ჩამოართვეს - ზაზა ოქუაშვილი