loader

"სილქ TV"-ისა და "გლობალ TV"-ის აბონენტებს გადასახადი 2 ლარით გაეზრდებათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სილქ TV"-ისა და "გლობალ TV"-ის აბონენტებს გადასახადი 2 ლარით გაეზრდებათ

"სილქ TV"-ისა და "გლობალ TV"-ის აბონენტებს გადასახადი 2 ლარით გაეზრდებათ. სატელევიზიო მომსახურების შეცვლილი ტარიფის გადახდა მოქალაქეებს 1-ლი ნოემბრიდან მოუწევთ. ამის შესახებ განცხადება თავად კომპანიამ გაავრცელა.

კომპანიის ცნობით, ტარიფის ზრდა გამოიწვია 6 ქართული ტელეარხის, მათ შორის, "რუსთავი 2"-ის, "იმედის", "ჯი-დი-ესის", "მარაოს", "მაესტროსა" და "კომედი არხის" მოთხოვნამ, რომლითაც აღნიშნული არხების რეტრანსლირება ფასიანი გახდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმ მომხმარებლებს, რომლებიც განახლებული "ორმაგი შეთავაზების" პაკეტებით სარგებლობენ, ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი უცვლელი ტარიფებით შეუნარჩუნდებათ. ამასთან, "სილქნეტის" ცნობით, "სილქ TV"-ი და "გლობალ TV"-ი 1-ლი ნოემბრიდან აბონენტებს დამატებით მაღალრეიტინგულ კინო და სპორტული ჟანრის არხებს მიაწვდის.