loader

სპეცოპერაცია თბილისში - კომპანია "სვეტის" დირექტორი გივი ჯიბლაძე დაკავებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპეცოპერაცია თბილისში - კომპანია "სვეტის" დირექტორი გივი ჯიბლაძე დაკავებულია

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამშენებლო კომპანია "სვეტის" დირექტორი გივი ჯიბლაძე დააკავა. გამოძიება 180-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თაღლითობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯიბლაძე დღეს საკუთარი სახლიდან აიყვანეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყება საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ცოტა ხანში გააკეთებს.

როგორც ცნობილია, "სვეტს" ნებართვის გარეშე მშენებლობებს ედავებიან, რის გამოც კომპანიას მერიამ ყველა ობიექტის მშენებლობის უფლება შეუჩერა. "სვეტს" ათეულობით მეანაბრის დავალიანება აქვს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა "სვეტი დეველოპმენტიდან" ამოღებული დოკუმენტაციის შესწავლა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. გამოძიება საცხოვრებელი ბინების შესაძენად მოქალაქეთა მიერ გადახდილი თანხების სავარაუდო მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს. დაზარალებული მენაშენეები რამდენიმე თვის განმავლობაში დახმარებას ითხოვდნენ.


ასევე დაგაინტერესებთ: "თქვენ პრესკონფერენციას მოაწყობთ ციხეში, უსინდისო" - ხმაური და დაპირისპირება "პირველი რადიოს" ოფისში